weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვიდრე რუსეთში ეს რეჟიმია, მის გარშემო ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ – ლანდსბერგისი

12:16 ოთხშაბათი, 11 მაისი 2022

ვიდრე რუსეთს არსებული რეჟიმი მართავს, მისი მეზობელი ქვეყნები გარკვეულწილად საფრთხის წინაშე არიან, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი, რადგან, შეიძლება ვიღაცამ შეცვალოს პუტინი და შეიძლება შეიცვალოს მისი ახლო გარემოცვა, მაგრამ მის ადგილზე შეიძლება სხვა პუტინი გაჩნდეს. ასე რომ, ვიდრე ხელისუფლებაშია ის რეჟიმი, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის გარეთ ომების წარმოება აქვს განზრახული, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ.

იმ ადამიანებს, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა 2008 წელს, საქართველოს შემდეგ და 2014 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში პირველად დაიწყო ომი, ეს დაუმტკიცეს“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღის აღლუმზე, პუტინის გამოსვლის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, წითელ მოედანზე არსებულ სიტუაციას მასზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

„ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ ბევრი გენერალი და პოლიტიკოსი, ვინც გრძნობს, რომ გაცილებით პატარა ქვეყანასთან აგებენ ომს, რომლის დაწყებაც სავარაუდოდ არც კი უნდოდათ. ისეთი სევდიანი და შეწუხებული სახეები, როგორიც მათ ჰქონდათ, ჩვეულებრივ, არ არის მოსალოდნელი აღლუმის დღეს, რომელიც იმართება იმ უდიდესი გამარჯვების გასახსენებლად, რომელიც, მათი აზრით, ჰქონდათ. მაგრამ ახლა ეს მათთვის გამარჯვების დღე არ არის და ბევრ მათგანს ესმის, რას კარგავენ“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისივე თქმით, ლიეტუვა კმაყოფილია იმ მხარდაჭერით, რომელიც NATO-ს მოკავშირეებმა შესთავაზეს მას და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის სხვა ქვეყნებს, მაგრამ მეტი სჭირდებათ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ივნისის ბოლოს, როდესაც ალიანსის ლიდერები მადრიდში შეიკრიბებიან, ლიეტუვა, ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად, მოითხოვს მეტ საჰაერო და საზღვაო თავდაცვას, ისევე როგორც ჯარების მუდმივ განლაგებას მათ ტერიტორიებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]